вторник, 24 июня 2025 г.

ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში

 კონკურსი 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისებას, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდას. 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე, კონკურსის ფარგლებში სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა გამოეგზავნა საკონკურსო განაცხადი, რომლიც აჩვენებდა მათი სკოლისთვის ფინედუს კუთხის საჭიროებას და შემდგომში მის პრაქტიკულ გამოყენებას. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულმა სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ გამოგზავნილი პროექტების განხორციელება. 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ კატეგორიაში: "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 62 სკოლის პროექტი, საიდანაც გამარჯვებულებულებს შორის დასახელდა 21 სკოლა. გამარჯვებულები დასახელდნენ საქართველოს რეგიონების 7 ქალაქიდან და 9 სოფლიდან. 

გამარჯვებულ სკოლებს ფინედუ გადასცემს კუთხის შექმნისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო გამარჯვებულ მასწავლებლებს წიგნების გამომცემლობების 130 ლარის ღირებულების ვაუჩერს.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებითა და სს "ბაზისბანკი" და სს "მიკრობანკი ემბისის" მხარდაჭერით. 

კატეგორიაში "ჟიურის რჩეული" ერთ-ერთი გამარჯვებულია ბაია მაჩიტიძე





понедельник, 26 мая 2025 г.

პირველი კლასის გამოშვება

  პირველი კლასის გამოშვება წარმატებით ჩავატარეთ. მოსწავლეებმა საზეიმო გარემოში მიიღეს სიგელები და ალბომები სკოლის ხელმძღვანელისგან. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ანიმატორების  სტუმრობამ .მათ ბავშვებს სახალისო და შემეცნებითი აქტივობები და თამაშები შესთავაზა. დღე სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით.


 


суббота, 16 ноября 2024 г.

,,ანბანის შემობრძანება"

 




კლასგარეშე აქტივობები

 სადამრიგებლო საათის ფარგლებში დაწყებით საფეხურზე ჩატარდა გასვლითი აქტივობები.

ა) კინოთეატრში

ბ) არქიტექტურულ მუზეუმში

✏️✏️✏️ სასწავლო-შემეცნებითი გაკვეთილი არქიტექტურულ მუზეუმში;
პატარა ხელებით შექმნილი ქართული ანბანი (მოზაიკა);






2024-25სასწავლო წლის გახსნა

 

დაწყებითი საფეხურის კათედრა საგანგებოდ მორთული საკლასო ოთახებით შეხვდა 2024-25 სასწავლო წელს .








воскресенье, 18 июня 2023 г.

საზეიმოდ დასრულებული მე-3 კლასი

 2023 წლის მესამე კლასების გამოშვება, რომელიც საზეიმოდ დასრულდა და პირველმა მასწავლებლებმა გზა დაულოცეს მოსწავლეებს. ეს დღე მათთვის იყო ძალიან ემოციური და ამაღელვებელი, იყო ბევრი ღიმილი, ბედნიერება და ცრემლი. 

წარმატებები ამ პატრა გოგო-ბიჭებს სწავლის ახალ ეტაპზე.





















суббота, 20 мая 2023 г.

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან

2023 წლის 20 მაისს გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ადამიანთან, რომელმაც უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მათ მომზადებული ჰქონდათ კითხვები, რომლებიც შეეხებოდა პროფესიის სწორად არჩევის თემას. შეხვედრა  ონლაინ ფორმატში წარიმართა Teams პროგრამის გამოყენებით.

მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ,საერთაშორისო სამართლის დოქტორი გიორგი ნაკაშიძე  .

განხორციელების ეტაპი:

  • ü  აქტივობის დაგეგმა
  • ü   კარიერული კუთხით წარმატებული  პირის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება-შეთანხმება,
  • ü   საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება;
  • ü  შეხვედრის დაგეგმა და ორგანიზება;
  • ü  მოსწავლეების ინფორმირება, მათი ინტერესების სფეროს განსაზღვრა და კითხვების მომზადება
  • ü  შევედრის წარმართვა ;
  • ü  უკუკავშირი და შედეგის ანალიზი.

ორგანიზატორი პედაგოგები: ბაია მაჩიტიძე მაკა ჩინიჯიშვილი

მონაწილე მოსწავლეები :სსიპ ქ.ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის კლუბ ,,ჟურნალისტიკის სახელოსნოს“ წევრი მოსწავლეები;

დამსწრე პირები: სკოლის 6-11 კლასის მოსწავლეები და ამავე სკოლის პედაგოგები;

შეხვედრის მიზანი

მოსწავლეებმა გაიაზრონ:

  •       საერთაშორისო დონის ურთიერთობების როლის და გავლენის მნიშვნელობა;
  •       გაიგონ, რატომ არის მთავარი პროფესიის სწორად არჩევა;
  •       რა უნდა გაითვალისწინონ და რას მიაქციონ ყურადღება პროფესიის არჩევისას;
  •       ხელი შეუწყოს მოსწავლეების პროფორიენტაციას.