четверг, 13 октября 2022 г.

ანბანის შემობრძანება

 პირველკლასელებმა შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.

პედაგოგებმა: მაკა ლომიძემ, ლანა საღრიშვილმა, თამარ გეწაძემ და თამარ ლაბაძემ ბავშვებს აჩუქეს ფერადი და დასამახსოვრებელი დღე. ამოგზაურეს  ანბანის ჯადოსნურ სამყაროში და მოტივაცია გაუღვივეს ანბანის შესასწავლად.











среда, 5 октября 2022 г.

usaid საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი

 2021-2022 სასწავლო წელს USAID ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ,ბაია მაჩიტიძემ,რუსუდან ბახტიძემ, ინგა სოხაძე, თამარ გეწაძემ და ანჟელა კვინიკაძემ წარმატებით გაიარეს პროფესიული განვითარების კურსი ლიდერი მასწავლებლებისთვის( ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, საკლასო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების ,დიფერენცირებული სწავლებისა მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე)  და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.