суббота, 20 мая 2023 г.

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან

2023 წლის 20 მაისს გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ადამიანთან, რომელმაც უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მათ მომზადებული ჰქონდათ კითხვები, რომლებიც შეეხებოდა პროფესიის სწორად არჩევის თემას. შეხვედრა  ონლაინ ფორმატში წარიმართა Teams პროგრამის გამოყენებით.

მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ,საერთაშორისო სამართლის დოქტორი გიორგი ნაკაშიძე  .

განხორციელების ეტაპი:

  • ü  აქტივობის დაგეგმა
  • ü   კარიერული კუთხით წარმატებული  პირის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება-შეთანხმება,
  • ü   საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება;
  • ü  შეხვედრის დაგეგმა და ორგანიზება;
  • ü  მოსწავლეების ინფორმირება, მათი ინტერესების სფეროს განსაზღვრა და კითხვების მომზადება
  • ü  შევედრის წარმართვა ;
  • ü  უკუკავშირი და შედეგის ანალიზი.

ორგანიზატორი პედაგოგები: ბაია მაჩიტიძე მაკა ჩინიჯიშვილი

მონაწილე მოსწავლეები :სსიპ ქ.ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის კლუბ ,,ჟურნალისტიკის სახელოსნოს“ წევრი მოსწავლეები;

დამსწრე პირები: სკოლის 6-11 კლასის მოსწავლეები და ამავე სკოლის პედაგოგები;

შეხვედრის მიზანი

მოსწავლეებმა გაიაზრონ:

  •       საერთაშორისო დონის ურთიერთობების როლის და გავლენის მნიშვნელობა;
  •       გაიგონ, რატომ არის მთავარი პროფესიის სწორად არჩევა;
  •       რა უნდა გაითვალისწინონ და რას მიაქციონ ყურადღება პროფესიის არჩევისას;
  •       ხელი შეუწყოს მოსწავლეების პროფორიენტაციას.