пятница, 23 октября 2020 г.

მკითხველთა კლუბის პირველი შეხვედრა

 მკითხველთა კლუბი ,,(შე)მოქმედება"

კლუბური  მუშაობის ფარგლებში ჩატარდა პირველი შეხვედრა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ფერად ფოთლებზე ჩამოწერეს  მოლოდინები და სიმბოლურად ,,მოლოდინების ფოთოლცვენა " უწოდეს. წაიკითხეს ირმა მალაციძის მოთხრობა ,,ქოლგა". გადასაგდებად განკუთვნილი ნივთი ( ქოლგა) შემოდგომის ფოთლებით შემოსეს და დეკორატიულ ნივთად აქციეს.