суббота, 21 марта 2015 г.

პროექტი, ,წელიწადის დროები"


მე-2 ბ კლასში დამრიგებლის მაკა ლომიძის ინიციატივით შედგა პროექტის პრეზენტაცია, ,წელიწადის ოთხი დრო ".პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრები და დირექციის წარმომადგენლები.
                           იხილეთ  ბმული.
              

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დღეს სკოლაში ჩატარდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისათვის მიძღვნილი თანადგომის აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს 2ა კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სსსმ მოსწავლეებმა და სპეც. მასწავლებლებმა, დაწყებითი სწავლების მასწავლებლებმა და დირექცია.
                                         იხილეთ ბმული.




              

пятница, 20 марта 2015 г.

სამოდლო გაკვეთილი Iა კლასში. პედ. ნინო საკანდელიძე.

დღეს 1 ა კლასში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პედ. ნინო საკანდელიძემ ბავშვებს გააცნო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "ცრუ". კლასის მართვის პროგრამის მეშვეობით მოხდა პრეზენტაციის, წინადადებების აწყობა და    დავალების გადაცემა. ბავშვებმა ივარაუდეს მოთხრობის სხვადასხვა ვარიანტებზე და შექმნეს თავიანთი მოთხრობა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დაწყებითი კათედრის პედაგოგები, დირექცია და ქ.ქუთაისის მასწავლებელთა სახლის ისტ-ის ტრენერი,  მეგი კაპანაძ.
                 იხილეთ ბმული.

კითხვის საათი. Iბ კლასი . პედ. ხათუნა ჯამალაშვილი.

დღეს 1ბ კლასში ხათუნა ჯამალაშვილმა ჩაატარა კითხვის საათი ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.  კლასის მართვის პროგრამის მეშვეობით საგაკვეთილო პროცესი იყო ძალზე დატვირთული თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული აქტივობებით.: პრეზენტაციის გაზიარება, ტექსტის გაზიარება, მულტფილმის ჩვენება, მოსაზრებების ტექსტურ რედაქტორში აკრეფა და მასში მუშაობის პირველადი უნარ-ჩვევების გამომუშავება დ ა.შ. გაკვეთილს ესწრებოდნენ დაწყებითი კათედრის პედაგოგები, დირექცია და ისტ-ის ტრენერი, რომელიც იბარებდა გაკევეთილის ჩატარების პროცესს.
სტრუმრად მოწვეული იყვნენ ზაზუნა და ბალონკა პეპა.
                 იხილეთ ბმული