27 დეკემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა.
Страницы
- მიმდინარე მოვლენები
- ელექტრონული პორტფოლიოები
- კათედრის სხდომები
- კათედრის სამუშაო გეგმები
- კათედრის მიერ განხორციელებული აქტივობები
- კვლევები
- დამრიგებლების პორტფოლიოები
- კომპლექსური დავალებების ანალიზი
- პროექტი ,,ახალი სკოლის მოდელი"
- ხმოვანი წიგნები
- სამოდელო გაკვეთილები
- პუბლიკაციები
- მასწავლებელთა კონფერენცია
- ელექტრონული სახელმძღვანელოები
- მკითხველთა კლუბი ,,(შე)მოქმედება"
вторник, 27 декабря 2022 г.
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრაN3
среда, 21 декабря 2022 г.
თეატრი ზეიმია
სასკოლო პროექტის "თეატრი ზეიმია"-ს ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ ნიღბების და თოჯინების თეატრს.
ნახეს სპექტაკლები "პეპი გრძელი წინდა" და" მახინჯი იხვის ჭუკი".
პატარები სასიამოვნო სანახაობით კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.
четверг, 8 декабря 2022 г.
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა N2
2022 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა.
თემა: განმავითარებელი შეფასების ძირითადი ინსტრუმენტები
воскресенье, 27 ноября 2022 г.
მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა N1
2022 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი: ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკების გაცნობა;
მათემატიკის ვიდეოგაკვეთილის მოსმენა-განხილვა;
четверг, 13 октября 2022 г.
ანბანის შემობრძანება
პირველკლასელებმა შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.
პედაგოგებმა: მაკა ლომიძემ, ლანა საღრიშვილმა, თამარ გეწაძემ და თამარ ლაბაძემ ბავშვებს აჩუქეს ფერადი და დასამახსოვრებელი დღე. ამოგზაურეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში და მოტივაცია გაუღვივეს ანბანის შესასწავლად.
среда, 5 октября 2022 г.
usaid საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი
2021-2022 სასწავლო წელს USAID ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ,ბაია მაჩიტიძემ,რუსუდან ბახტიძემ, ინგა სოხაძე, თამარ გეწაძემ და ანჟელა კვინიკაძემ წარმატებით გაიარეს პროფესიული განვითარების კურსი ლიდერი მასწავლებლებისთვის( ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, საკლასო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების ,დიფერენცირებული სწავლებისა მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე) და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
пятница, 12 августа 2022 г.
სასკოლო პროექტი "usaid საბაზისო პროგრამის" ლიდერ მასწავლებლებისთვის
პროექტი მიმდინარეობდა"usaid საბაზისო პროგრამის" ფარგლებში სკოლის ლიდერ პედაგოგებს ბაია მაჩიტიძეს, თამარ გეწაძეს, რუსუდან ბახტიძეს, ანჟელა კვინიკაძეს და ინგა სოხაძეს ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელიც დასრულდა ტესტირებით. ყველა პედაგოგმა წარმატებით გაიარა ტესტირება.
ჩატარებული ტრენინგების შემდეგ დაიგეგმა ქოუჩინგი ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში. დაწყებით კლასებში ჩატარდა გაკვეთილები ლიდერ მასწავლებლების მიერ.
გაკვეთილები ჩაატარეს პედაგოგებმა: Iგ- ბაია მაჩიტიძე, IIა - ინგა სოხაძე , IIგ -რუსუდან ბახტიძე ,
IIდ -ანჟელა კვინიკაძე. II I ა- თამარ გეწაძე.
გაკვეთილებს ესწრებოდა "Usaid საბაზისო განათლების" პროგრამის წარმომადგენელი ქ-ნი მაია ახვლედიანი. ჩატარებული გაკვეთილები შეფასდა დადებითად.
среда, 6 июля 2022 г.
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში
რვადღიანი ტრენინგი მოიცავს 20 საკონტაქტო საათს და გაიმართება მიმდინარე წლის 2022 წლის 4 ივლისიდან - 13 ივლისის ჩათვლით.გარემოსდაცვითი ინფორმაციისა
ტრენინგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ აღიარებულია როგორც ოცსაათიანი სავალდებულო ტრენინგი.
воскресенье, 3 июля 2022 г.
სტუდენტებისთვის პრაქტიკის გაზიარება
დაწყებითი საფეხურის კათედრა პრაქტიკის გაზიარებას განაგრძობს სტუდენტებთან
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მეორე სემესტრის განმავლობაში იღებდნენ პრაქტიკას დაწყებითი კლასების პედაგოგებისგან. მათ მენტორობას უწევდათ პედაგოგები: ინგა სოხაძე, მაკა ლომიძე, თამარ გეწაძე და რუსუდან ბახტიძე.
კათედრის ხელმძღვანელი მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისა, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობისთვის.
"შემოქმედი მასწავლებელი"
დაწყებითი კლასების პედაგოგმა ბაია
მაჩიტიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს
იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა
კავშირის მიერ ორგანიზებული
და სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ კონკურსში ,,შემოქმედი მასწავლებელი".
კონკურსის ფარგლებში შერჩეული იქნა 45 საუკეთესო
ნაშრომი, რომელიც გამოიცა წიგნად; წიგნში შევიდა
მისი საავტორო მოთხრობა ,,კარჩაკეტილი ცხოვრების ეპიზოდები".
კათედრა ულოცავს მას ამ წარმატებას.
სასკოლო პიკნიკი 2021-2022 სასწ. წელი
2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში მოეწყო შემაჯამებელი პიკნიკი. კათედრებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა ნამუშევრები. ღირსეულად წარადგინა თავი დაწყებითების კათედრამ და უამრავი საინერესო ნამუშევარი გამოიტანა.