воскресенье, 18 июня 2023 г.

საზეიმოდ დასრულებული მე-3 კლასი

 2023 წლის მესამე კლასების გამოშვება, რომელიც საზეიმოდ დასრულდა და პირველმა მასწავლებლებმა გზა დაულოცეს მოსწავლეებს. ეს დღე მათთვის იყო ძალიან ემოციური და ამაღელვებელი, იყო ბევრი ღიმილი, ბედნიერება და ცრემლი. 

წარმატებები ამ პატრა გოგო-ბიჭებს სწავლის ახალ ეტაპზე.





















суббота, 20 мая 2023 г.

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან

2023 წლის 20 მაისს გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ადამიანთან, რომელმაც უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მათ მომზადებული ჰქონდათ კითხვები, რომლებიც შეეხებოდა პროფესიის სწორად არჩევის თემას. შეხვედრა  ონლაინ ფორმატში წარიმართა Teams პროგრამის გამოყენებით.

მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ,საერთაშორისო სამართლის დოქტორი გიორგი ნაკაშიძე  .

განხორციელების ეტაპი:

  • ü  აქტივობის დაგეგმა
  • ü   კარიერული კუთხით წარმატებული  პირის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება-შეთანხმება,
  • ü   საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება;
  • ü  შეხვედრის დაგეგმა და ორგანიზება;
  • ü  მოსწავლეების ინფორმირება, მათი ინტერესების სფეროს განსაზღვრა და კითხვების მომზადება
  • ü  შევედრის წარმართვა ;
  • ü  უკუკავშირი და შედეგის ანალიზი.

ორგანიზატორი პედაგოგები: ბაია მაჩიტიძე მაკა ჩინიჯიშვილი

მონაწილე მოსწავლეები :სსიპ ქ.ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის კლუბ ,,ჟურნალისტიკის სახელოსნოს“ წევრი მოსწავლეები;

დამსწრე პირები: სკოლის 6-11 კლასის მოსწავლეები და ამავე სკოლის პედაგოგები;

შეხვედრის მიზანი

მოსწავლეებმა გაიაზრონ:

  •       საერთაშორისო დონის ურთიერთობების როლის და გავლენის მნიშვნელობა;
  •       გაიგონ, რატომ არის მთავარი პროფესიის სწორად არჩევა;
  •       რა უნდა გაითვალისწინონ და რას მიაქციონ ყურადღება პროფესიის არჩევისას;
  •       ხელი შეუწყოს მოსწავლეების პროფორიენტაციას. 

















среда, 12 апреля 2023 г.

მასწავლებელთა სასწავლო ჯფუფის შეხვედრა N5

თარიღი:   10.04.23

·         განხილული საკითხები:კონსტრუქტივისტული სწავლებისთვის შესაფერისი აქტივობების გაცნობა;

·         მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები -

 დიფერენცირებული სწავლებ  მათემატიკისა და კითხვის გაკვეთილებზე


მიღებული გადაწყვეტილებები:

·         USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე I-VI კლასის პედაგოგებმა დანერგონ და გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში   შეხვედრაზე გაზიარებული აქტივობები;

·         დააკვირდნენ პროცესებს და გააზიარონ მიღებული გამოცდილება;








მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა N4

 შეხვედრის თარიღი: 3.04.23

შეხვედრაზე განხილული საკითხები:

  • ·         პორტალის ფუნქციონირების შესახებ ზოგადი  მიმოხილვა http://kargiskola.ge/   www.chemiskola.ge;
  • ·         პორტალის სიახლეების გაცნობა;
  • ·         პორტალზე ნავიგაცია.

დამსწრე მასწავლებელთა რაოდენობა : 12

მიღებული გადაწყვეტილებები:

·         USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე I-VI კლასის პედაგოგებმა გამოიყენონ აღნიშნული პორტალი , გაეცნონ იქ თავმოყრილ მასალებს, რესურსებს და სასწავლო პროცესში გამოიყენონ საჭიროებისამებრ.

  • დაიგეგმა , რომ  აღნიშნულ პორტალზე განთავსებული რესურსების გამოყენებით ჩატარდეს გაკვეთილები, შემდეგ კი მოხდეს შედეგების ურთიერთგაზიარება და გაანალიზება.





четверг, 30 марта 2023 г.

STEAM ფესტივალი 2020-23 სასწავლო წელი.

 2022-23 ს.წ  სკოლაში ჩატარდა "STEAM ფესტივალი", რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელობო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც.












понедельник, 27 марта 2023 г.

usaid საბაზისო განათლების პროგრამა

 საერთაშორისო პროექტი usaid -ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო დაკვირვების მეორე ეტაპი, საგაკვეთილო დაკვირვება განხორციელდა 1-6 კლასებში ქართული ენის და მათემატიკის გაკვეთილებზე.

დაკვირვებას ახდენდა  ექსპერტი ქ-ნი მაია ახვლედიანი.

გაკვეთილები წარიმართა საინტერესოდ და მრავალფეროვნად, გამოყენებული იქნა სხვადასხვა რესურსები და ტექნოლოგიები.














среда, 22 марта 2023 г.

პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა"

 Donors.edu.geდიდი მადლობა ორგანიზაცია ,,თანამშრომლობა განათლებისთვის",არაჩვეულებივი შესაძლებლობისა და მხარდაჭერისთვის!

მივიღეთ რესურსები პროექტისთვის .
ბაია მაჩიტიძის მიერ ინიცირებული პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა", ითვალისწინებს დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. მჯერა,რომ წიგნს გაიხდით საუკეთესო მეგობრად,რომელიც თქვენი საუკეთესო
მრჩეველი იქნება ყოველთვის!
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას,კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას,წიგნიერების დონის ამაღლებას,აზრის გამოხატვის უნარის გაუმჯობესებას;