четверг, 30 марта 2023 г.

STEAM ფესტივალი 2020-23 სასწავლო წელი.

 2022-23 ს.წ  სკოლაში ჩატარდა "STEAM ფესტივალი", რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელობო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც.












понедельник, 27 марта 2023 г.

usaid საბაზისო განათლების პროგრამა

 საერთაშორისო პროექტი usaid -ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო დაკვირვების მეორე ეტაპი, საგაკვეთილო დაკვირვება განხორციელდა 1-6 კლასებში ქართული ენის და მათემატიკის გაკვეთილებზე.

დაკვირვებას ახდენდა  ექსპერტი ქ-ნი მაია ახვლედიანი.

გაკვეთილები წარიმართა საინტერესოდ და მრავალფეროვნად, გამოყენებული იქნა სხვადასხვა რესურსები და ტექნოლოგიები.














среда, 22 марта 2023 г.

პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა"

 Donors.edu.geდიდი მადლობა ორგანიზაცია ,,თანამშრომლობა განათლებისთვის",არაჩვეულებივი შესაძლებლობისა და მხარდაჭერისთვის!

მივიღეთ რესურსები პროექტისთვის .
ბაია მაჩიტიძის მიერ ინიცირებული პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა", ითვალისწინებს დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. მჯერა,რომ წიგნს გაიხდით საუკეთესო მეგობრად,რომელიც თქვენი საუკეთესო
მრჩეველი იქნება ყოველთვის!
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას,კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას,წიგნიერების დონის ამაღლებას,აზრის გამოხატვის უნარის გაუმჯობესებას;