კონკურსი 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისებას, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდას.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე, კონკურსის ფარგლებში სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა გამოეგზავნა საკონკურსო განაცხადი, რომლიც აჩვენებდა მათი სკოლისთვის ფინედუს კუთხის საჭიროებას და შემდგომში მის პრაქტიკულ გამოყენებას. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულმა სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ გამოგზავნილი პროექტების განხორციელება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ კატეგორიაში: "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 62 სკოლის პროექტი, საიდანაც გამარჯვებულებულებს შორის დასახელდა 21 სკოლა. გამარჯვებულები დასახელდნენ საქართველოს რეგიონების 7 ქალაქიდან და 9 სოფლიდან.
გამარჯვებულ სკოლებს ფინედუ გადასცემს კუთხის შექმნისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო გამარჯვებულ მასწავლებლებს წიგნების გამომცემლობების 130 ლარის ღირებულების ვაუჩერს.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებითა და სს "ბაზისბანკი" და სს "მიკრობანკი ემბისის" მხარდაჭერით.