вторник, 15 сентября 2020 г.

გილოცავთ განსხვავებულ სასწავლო წელს!


ისტორია უცნაურ და განსხვავებულ ფურცლებს ინახავს.
უცნაური, მაგრამ ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება 2020-21 სასწავლო წელი, პირველ რიგში, პირველკლასელთათვის! ვირტუალურ კლასებით ცოდნის ბობოქარ სამყაროში შესვლა ცოტა დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, მაგრამ დაწყებული წინასწარი საფეხურის გამოცდილებით პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეები იყვნენ სკოლის გარემოსთან ახლოს არსებული განწყობილებით.
დაწყებითი დროებითი საფეხურის კათედრა ულოცავს ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს, ყველა პირველკლასელს, ყველა მოსწავლეს 2020-21 სასწავლო წელს!
ყველა კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილები. მონატრებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვირტუალურ შეხვედრაზე ემოციის გარეშე არ ჩაუვლია.









четверг, 2 июля 2020 г.

სასკოლო კონფერენცია


სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია , კათედრა აქტიურად ჩაერთო . საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს  თამარ გეწაძემ, ინგა სოხაძემ და ბაია მაჩიტიძემ.
 დეტალურად  შეგიძლიათ იხილოთ აქ.

пятница, 8 мая 2020 г.

კომპლექსური დავალებები

ქართული
ტექსტის ილუსტრირება ,,პატარა და დიდი ტალღა"
ილუსტრირება ,,ზრდილობიანი"
,,მეფე და მხატვარი", მკითხველთა თეატრი/ილუსტრირება
,,ლეგენდა თბილისზე", ფოტომოთხრობა
ინტერპრეტირება, ,,დატყვევება ტყვეობაზე უარესიაო"
ჟანრი/წერა ,,ზღვები რატომ არ ივსება და ნაპირებიდან არ გადმოდის"
მათემატიკა
რიცხვები ,,რიცხვის წარმოდგენა ათეულებად და ერთეულებად"
გეომეტრიული ფიგურები
გეომეტრია,პედაგოგი ანიკო ხურციძე
მათემატიკა,რიცხვები
ბუნება
თემა,,მაგნიტი"
დედამიწა ჩვენი სახლია,ანიკო ხურციძე
ხელოვნება
თემა: ,,ასოები,რიცხვები"
თემა: ,,უცნაური მასალები"
თემა: საჩუქატი ორნამენტით
თემა: ჩემი სკოლა

понедельник, 20 апреля 2020 г.

ილუსტრირებული წიგნები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ყველა საფეხური გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. დაწყებითი საფეხურის ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. ქმნიან სასწავლო რესურსებს და უზიარებენ კოლეგებს. სკოლის დირექტორმა პედაგოგებს თავისი გამოცდილება გაგვიაზიარა, გაგვაცნო საინტერესო  ონლაინინსტრუმენტი,რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.დაწყებითი საფეხურის კათედრამ გადაწყვიტა ამ ინსტრიუმენტის გამოყენებით შექმნას დამატებითი საკითხავი ლიტერატურა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. რესურსების გამოყენება შეეძლება არა მარტო ჩვენი სკოლის პედაგოგებს, არამედ კათედრა მზად არის   შექმნილი რესურსები გაუზიაროს კოლეგებს. რადგან დისტანციურ რეჟიმზე გადასული სისიტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის კოლეგების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია.
საკითხავი ლიტერატურა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის:
შენიშვნა: წარმოდგენილი ნაწარმოებები აღებულია კლასიკოს მწერალთა შემოქმედებიდან და შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს.
1.,, ჭკვიანი ყურშა",იაკობ გოგებაშვილი, (რესურსის ავტორი:ბაია მაჩიტიძე)
2.,,მუხა",რ.ინანიშვილი, (რესურსი რუსუდან ბახტიძისა)
3.,,ცა'',საინფორმაციო ტექსტი,(რესურსი ანიკო ხურციძისა)
4,,ბერიკაცი და ნამყენი", იაკობ გოგებაშვილი, ლანა საღრიშვილი, 
5.პატარა და დიდი ტალღა, ბაია მაჩიტიძე,
6.ლექსების კრებული,ანა კალანდაძე(რესურსის ავტორი სოფიო ბახსოლიანი)
7."ოთხი სურვილი" -ი.გოგებაშვილის მიხ, მაკა ლომიძე
8.,,დაყვედრება ტყვეობაზე უარესია",სულხან-საბა ორბელიანი,ინგა სოხაძე
9.გაზაფხულია,გაზაფხულია!,ნინო ნაკაშიძე,თამარ გეწაძე
10.რისთვის დაიბადა ადამიანი,ჯანი როდარი,მაკა ლომიძე,
11.ჭრიჭინა და ჭიანჭველა, რუსუდან ბახტიძე
(უახლოეს მომავალში მასწავლებელთა მიერ მოწოდებულ იქნება ახალი რესურსები)

Book titled 'იაკობ გოგებაშვილი ჭკვიანი ყურშა'Read this book made on StoryJumper

четверг, 16 апреля 2020 г.

მასწავლებლის წიგნი



განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო,  საგანმანათლებლო  რესურსი “mastsavlebeli.ge” გთავაზობთ ახალ წიგნს – გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის.
წიგნში გაერთიანდა ყველა ის საგანმანათლებლო  პრაქტიკული რესურსი, რომელიც შეიქმნა ჩვენი ავტორებისა და მასწავლებლების მიერ, დისტანციური სწავლებისთვის “თვითიზოლაციის” პერიოდში.
ამ წიგნში შევიდა ბაია მაჩიტიძის სტატიები.