ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები სტუმრად იყვნენ ნიღბების თეატრში, სპექტაკლზე "წითელქუდა".
ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და დაბრუნდნენ შთაბეჭლებებით.
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები სტუმრად იყვნენ ნიღბების თეატრში, სპექტაკლზე "წითელქუდა".
ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და დაბრუნდნენ შთაბეჭლებებით.
სკოლა და დაყებითების კათედრა დიდ მადლობას უხდის მშობლებს თანადგომისათვის.
პროექტის " კინო და ფანტაზია" ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ კინოთეატრს და ნახეს ანიმაციური ფილმი "კლარა". მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების სახით.
სკოლაში მიმდინარეობს საახალწლო კვირეული, ჩართულია დაწყებითი კლასების ყველა ჯგუფი. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ფერად და ჯადოსნურ სამყაროში. ესტუმრათ თოვლის ბაბუა და გაახარა ბავშვები.
ბედნიერ და წარმატებულ დამდეგ 2022 წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს და ყველა პედაგოგს!
USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში სკოლის ლიდერ პედაგოგებს ბაია მაჩიტიძეს, თამარ გეწაძეს, რუსუდან ბახტიძეს, ანჟელა კვინიკაძეს და ინგა სოხაძეს ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელიც დასრულდა ტესტირებით. ყველა პედაგოგმა წარმატებით გაიარა ტესტირება.
ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა შემოდგომის ჯადოსნურმა ფერებმა გააფერადა.
Iდ კლასის პედაგოგმა მაკა ჩინიჯიშვილმა და II დ კლასის პედაგოგმა ანჟელა კვინიკაძემ მოსწავლეები შემოდგომის ჯადოსნურ ფერთა სამყაროში ამოგზაურეს და მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე აჩუქეს.
4 ოქტომბერი, დღე როდესაც სკოლის მონატრებულ კედლებში განახლდა სასწავლო პროცესი.
პირველად შემოაბიჯეს პირველკლასელებმა. აციმციმებული თვალები ინტერესით აღსავსე იყო. დაწყებითების კათედრა დაულოცავს მათ პირველ ნაბიიჯებს სკოლაში.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი და დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს.
კათედრა წარმატებულ და მშვიდობიან 2021-22 სასწავლო წელს უსურვებს ყველა პედაგოგს და ყველა მოსწავლეს.