четверг, 30 марта 2023 г.

STEAM ფესტივალი 2020-23 სასწავლო წელი.

 2022-23 ს.წ  სკოლაში ჩატარდა "STEAM ფესტივალი", რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელობო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც.












понедельник, 27 марта 2023 г.

usaid საბაზისო განათლების პროგრამა

 საერთაშორისო პროექტი usaid -ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო დაკვირვების მეორე ეტაპი, საგაკვეთილო დაკვირვება განხორციელდა 1-6 კლასებში ქართული ენის და მათემატიკის გაკვეთილებზე.

დაკვირვებას ახდენდა  ექსპერტი ქ-ნი მაია ახვლედიანი.

გაკვეთილები წარიმართა საინტერესოდ და მრავალფეროვნად, გამოყენებული იქნა სხვადასხვა რესურსები და ტექნოლოგიები.














среда, 22 марта 2023 г.

პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა"

 Donors.edu.geდიდი მადლობა ორგანიზაცია ,,თანამშრომლობა განათლებისთვის",არაჩვეულებივი შესაძლებლობისა და მხარდაჭერისთვის!

მივიღეთ რესურსები პროექტისთვის .
ბაია მაჩიტიძის მიერ ინიცირებული პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა", ითვალისწინებს დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. მჯერა,რომ წიგნს გაიხდით საუკეთესო მეგობრად,რომელიც თქვენი საუკეთესო
მრჩეველი იქნება ყოველთვის!
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დამატებითი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას,კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას,წიგნიერების დონის ამაღლებას,აზრის გამოხატვის უნარის გაუმჯობესებას;









вторник, 27 декабря 2022 г.

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრაN3

 

27 დეკემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა. 


შეხვედრაზე განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენების დადებითი მხარეები .

განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის რუბრიკა და კოლეგებს გავუზიარე გამოცდილება, რომ რუბრიკა მაგნიტურ დაფაზე თვალსაჩინოდ დამაგრდეს და მოსწავლეებს იოლად შეეძლოთ გადაადგილონ ფერადი მაგნიტები , რომლებიც შეფასების დროს გამოიყენება.


ს დადებითი მხარეების განხილვას.
შეხვედრას აქვს რეფლექსური ხასიათი და გულისხმობს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენების დადებითი მხარეების განხილვას.









среда, 21 декабря 2022 г.

თეატრი ზეიმია

 სასკოლო პროექტის "თეატრი ზეიმია"-ს ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ ნიღბების და თოჯინების თეატრს. 

ნახეს სპექტაკლები "პეპი გრძელი წინდა" და" მახინჯი იხვის ჭუკი".

 პატარები სასიამოვნო სანახაობით კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.






четверг, 8 декабря 2022 г.

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა N2


 2022 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა.

თემა: განმავითარებელი შეფასების ძირითადი  ინსტრუმენტები















воскресенье, 27 ноября 2022 г.

მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა N1

 2022 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი: ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკების გაცნობა;

მათემატიკის ვიდეოგაკვეთილის მოსმენა-განხილვა;