четверг, 24 октября 2019 г.

II გ კლასი სახვითი ხელოვნების გალერეაში


დაწყებითი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას .მოსწავლეებმა ნახეს ხელოვნების ნიმუშები. მიღებული  შთაბეჭდილებები კი ერთმანეთს გაუზიარეს . გალერეაში სტუმრობა მოსწავლეებში ხელოვნების ნიმუშთა პატივისცემის  უნარის განვითარების მიზნით მოეწყო.






воскресенье, 6 октября 2019 г.

,,ჩვენ ვზრუნავთ, შემოგვიერთდით, იზრუნეთ თქვენც!"

მე-2 გ კლასის მშობლებისა და კლასის დამრიგებლის ინიციატივით შეიქმნა გზავნილი მოწოდების სახით.
გზავნილი გამოქვეყნდა საგანმანათლებლო პორტალზეც.

პასიური პრაქტიკა

გაკვეთილებს დაესწრებიან სტუდენტები დაწყებით კლასებში  პედაგოგიური გამოცდილების მიღების მიზნით.


 

,,Education park"

      მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით უფროსი კლასის მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში ჩაატარეს გაკვეთილები.
 მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში ჩატარდა "განათლების პარკი", რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლების როლი. სკოლაში ჩატარდა ინგლისურის, მათემატიკის,  ბუნების, ქართულისა და საზოგადოების გაკვეთილები 2-7 კლასებში. მასწავლებლის როლი მოირგეს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა.

четверг, 3 октября 2019 г.

ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილები







საინტერესო სპორტული აქტივობები

დაწყებითი კლასების პედაგოგები შეუერთდნენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  სპორტულ მარათონს, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრები წესის ხელშეწყობისა და  დამკვიდრების   მიზნით ჩატარდა.






,,ანბანის შემობრძანება"


2019 წლის 3 ოქტომბერი ლამაზი და უჩვეულო დღე იყო პირველკლასელთათვის.ამ დღეს ჩვენს კლასში უმშვენიერესი ქართული ანბანი შემობრძანდა.პატარებმა ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემოქმედს იაკობ გოგებაშვილს და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი აჩვენეს სტუმრებს.მოსწავლეებს ეს  დღე მიულოცა  ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ და მათ  წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ საფეხურზე.








среда, 2 октября 2019 г.

,,ახალი სკოლის მოდელი"



 სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლა 2019 1 ოქტომბრიდან  ჩაერთო "ახალი სკოლის მოდელის" პროგრამაში , რომლის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება,სასკოლო კულტურის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახში დანერგვა. პროგრამის მისიაა საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრის ფორმირება , რომელიც თავისი ცოდნით უპასუხებს 
 21 -ე საუკუნის გამოწვევებს.  სკოლას თანამშრომლობას უწევენ პროგრამის მხარდამჭერი გუნდის წევრები: ქალბატონი მაია ახვლედიანი, მისი ასისტენტი ქეთი შალამბერიძე, ნათია კილაძე-ლიდერობის ექსპერტი და ავთანდილ მაჩიტაძე ტექნოლოგიების ექსპერტი.

2019-20 სასწავლო წლის დასაწყისი

2019 წლის 16 სექტემბერს, სსიპ ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში წარმატებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი.დიდი მონდომებით ,შემართებით და განახლებული ინფრასტრუქტურით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს! მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ჩართულია "ახალი სკოლის მოდელის პროგრამის" ფარგლებში..სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ დააჯილდოვა გასული წლის წარმატებული და საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები. პირველკლასელებს გადაეცათ სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. განსაკუთრებული რუდუნებით მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები დავახვედრეთ ჩვენს მოსწავლეებს. წარმატებები დაგვბედებოდეს!