2019 წლის 16 სექტემბერს, სსიპ ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში წარმატებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი.დიდი მონდომებით ,შემართებით და განახლებული ინფრასტრუქტურით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს! მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ჩართულია "ახალი სკოლის მოდელის პროგრამის" ფარგლებში..სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ დააჯილდოვა გასული წლის წარმატებული და საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები. პირველკლასელებს გადაეცათ სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. განსაკუთრებული რუდუნებით მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები დავახვედრეთ ჩვენს მოსწავლეებს. წარმატებები დაგვბედებოდეს!
Комментариев нет:
Отправить комментарий