вторник, 8 декабря 2020 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

2020 წლის 8 დეკემბერს N33 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრაზე პედაგოგმა, თამარ გეწაძემ მოახდინა თავისი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის გაზიარება.

საკვლევი თემა: "მოტივაციის ამაღლება მეორე კლასში" - კვლევის ანგარიში და რეფლექსია.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა დაწყებითი (I-IV) საფეხურის კათედრის ყველა წევრი.

воскресенье, 6 декабря 2020 г.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program

 USAID საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მას ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ადგილობრივ ორგანიზაციებთან - რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია სსიპ ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლა

სკოლის დაწყებითი საფეხურის 5 ლიდერი (ინგა სოხაძე,რუსუდან ბახტიძე, ანჟელა კვინიკაძე, თამარ გეწაძე, ბაია მაჩიტიძე) მასწავლებელი ესწრება ტრენინგს , რომელიც ტარდება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის (მაია ახვლედიანი) მიერ.










პროექტის ფარგლებში ჩატარდა  2 სამუშაო შეხვედრა .



суббота, 5 декабря 2020 г.

მკითხველთა კლუბ ,,შე/მოქმედების" სტუმარია გიორგი ნაკაშიძე

(ჩანაწერი გაკეთებულია დამსწრე პირთა თანხმიბით.)

მკითხველთა კლუბის მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, ლექტორი,  ბატონი გიორგი ნაკაშიძე
შეხვედრის მიზანი:
მოსწავლეებს გაუჩნდეთ მეტი დაინტერესება წიგნიერებისა და სწავლისადმი;
დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა, განიმტკიცონ მოსმენის და  შეფასების უნარები;
სასაუბრო თემა: ,,რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო კითხვები, ხოლო ძალიან საინტერესო პასუხები და რჩევები მიიღეს სტუმრისგან; შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ , პოზიტიურად და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე პედაგოგებისთვისაც. შეხვედრის შეჯამებამ პედაგოგებისგან დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება.