(ჩანაწერი გაკეთებულია დამსწრე პირთა თანხმიბით.)
მკითხველთა კლუბის მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, ლექტორი, ბატონი გიორგი ნაკაშიძე
შეხვედრის მიზანი:
მოსწავლეებს გაუჩნდეთ მეტი დაინტერესება წიგნიერებისა და სწავლისადმი;
დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა, განიმტკიცონ მოსმენის და შეფასების უნარები;
სასაუბრო თემა: ,,რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო კითხვები, ხოლო ძალიან საინტერესო პასუხები და რჩევები მიიღეს სტუმრისგან; შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ , პოზიტიურად და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე პედაგოგებისთვისაც. შეხვედრის შეჯამებამ პედაგოგებისგან დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება.
Комментариев нет:
Отправить комментарий