USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი, რომელსაც უძღვებოდა ქალბატონი მაია ახვლედიანი. ვებინარის თემატიკა იყო "მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში". გამოცდილების გაზიარება მოხდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში განხორციელებული კვლევის მიხედვით. საინტერესო იყო N33 საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი მარინა ისკაკოვას და კვლევაში ჩართული კლასის პედაგოგის ქრისტინე მაჭარაძის მიერ თავიანთი გამოცდილების გაზიარება.
ვებინარს ესწრებოდნენ N33 საჯარო სკოლის ხუთი ლიდერ მასწავლებელი და პროექტში ჩართული სხვა სკოლის ლიდერ მასწავლებლები.
Комментариев нет:
Отправить комментарий