воскресенье, 6 декабря 2020 г.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program

 USAID საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მას ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ადგილობრივ ორგანიზაციებთან - რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია სსიპ ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლა

სკოლის დაწყებითი საფეხურის 5 ლიდერი (ინგა სოხაძე,რუსუდან ბახტიძე, ანჟელა კვინიკაძე, თამარ გეწაძე, ბაია მაჩიტიძე) მასწავლებელი ესწრება ტრენინგს , რომელიც ტარდება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის (მაია ახვლედიანი) მიერ.










პროექტის ფარგლებში ჩატარდა  2 სამუშაო შეხვედრა .



суббота, 5 декабря 2020 г.

მკითხველთა კლუბ ,,შე/მოქმედების" სტუმარია გიორგი ნაკაშიძე

(ჩანაწერი გაკეთებულია დამსწრე პირთა თანხმიბით.)

მკითხველთა კლუბის მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, ლექტორი,  ბატონი გიორგი ნაკაშიძე
შეხვედრის მიზანი:
მოსწავლეებს გაუჩნდეთ მეტი დაინტერესება წიგნიერებისა და სწავლისადმი;
დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა, განიმტკიცონ მოსმენის და  შეფასების უნარები;
სასაუბრო თემა: ,,რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო კითხვები, ხოლო ძალიან საინტერესო პასუხები და რჩევები მიიღეს სტუმრისგან; შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ , პოზიტიურად და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე პედაგოგებისთვისაც. შეხვედრის შეჯამებამ პედაგოგებისგან დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება.

среда, 11 ноября 2020 г.

მეორე შეხვედრა

 მკითხველთა კლუბის მეორე შეხვედრა შედგა ონლაინრეჟიმში11 ნოემბერს.

კლუბის წევრებმა ერთობლივად წაიკითხეს  მოთხრობა ,,გრძელცხვირა ჯადოქრის ამბავი".იმსჯელეს და გამოთქვეს მოსაზრებები .

 


пятница, 23 октября 2020 г.

მკითხველთა კლუბის პირველი შეხვედრა

 მკითხველთა კლუბი ,,(შე)მოქმედება"

კლუბური  მუშაობის ფარგლებში ჩატარდა პირველი შეხვედრა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ფერად ფოთლებზე ჩამოწერეს  მოლოდინები და სიმბოლურად ,,მოლოდინების ფოთოლცვენა " უწოდეს. წაიკითხეს ირმა მალაციძის მოთხრობა ,,ქოლგა". გადასაგდებად განკუთვნილი ნივთი ( ქოლგა) შემოდგომის ფოთლებით შემოსეს და დეკორატიულ ნივთად აქციეს.



















вторник, 15 сентября 2020 г.

გილოცავთ განსხვავებულ სასწავლო წელს!


ისტორია უცნაურ და განსხვავებულ ფურცლებს ინახავს.
უცნაური, მაგრამ ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება 2020-21 სასწავლო წელი, პირველ რიგში, პირველკლასელთათვის! ვირტუალურ კლასებით ცოდნის ბობოქარ სამყაროში შესვლა ცოტა დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, მაგრამ დაწყებული წინასწარი საფეხურის გამოცდილებით პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეები იყვნენ სკოლის გარემოსთან ახლოს არსებული განწყობილებით.
დაწყებითი დროებითი საფეხურის კათედრა ულოცავს ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს, ყველა პირველკლასელს, ყველა მოსწავლეს 2020-21 სასწავლო წელს!
ყველა კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილები. მონატრებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვირტუალურ შეხვედრაზე ემოციის გარეშე არ ჩაუვლია.









четверг, 2 июля 2020 г.

სასკოლო კონფერენცია


სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია , კათედრა აქტიურად ჩაერთო . საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს  თამარ გეწაძემ, ინგა სოხაძემ და ბაია მაჩიტიძემ.
 დეტალურად  შეგიძლიათ იხილოთ აქ.