воскресенье, 3 апреля 2022 г.

"კინო და ფანტაზია"

 პროექტის " კინო და ფანტაზია" ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ კინოთეატრს და ნახეს ანიმაციური ფილმი "კლარა". მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების სახით.












суббота, 25 декабря 2021 г.

საახალწლო ღონისძიებები

 სკოლაში მიმდინარეობს საახალწლო კვირეული, ჩართულია დაწყებითი კლასების ყველა ჯგუფი. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ფერად და ჯადოსნურ სამყაროში. ესტუმრათ თოვლის ბაბუა და გაახარა ბავშვები. 

 ბედნიერ და წარმატებულ დამდეგ 2022 წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს და ყველა პედაგოგს!
















суббота, 18 декабря 2021 г.

ტრენინგები USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში

  USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში სკოლის ლიდერ პედაგოგებს  ბაია მაჩიტიძეს, თამარ გეწაძეს, რუსუდან ბახტიძეს, ანჟელა კვინიკაძეს და ინგა სოხაძეს  ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელიც დასრულდა ტესტირებით. ყველა პედაგოგმა წარმატებით გაიარა ტესტირება.









суббота, 20 ноября 2021 г.

ფერადი შემოდგომა

 ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა შემოდგომის ჯადოსნურმა ფერებმა გააფერადა.

 Iდ კლასის პედაგოგმა მაკა ჩინიჯიშვილმა და  II დ კლასის პედაგოგმა ანჟელა კვინიკაძემ მოსწავლეები შემოდგომის ჯადოსნურ ფერთა სამყაროში ამოგზაურეს და მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული  დღე აჩუქეს.








вторник, 5 октября 2021 г.

2021-2022 სასწავლო წელი

 4 ოქტომბერი, დღე როდესაც  სკოლის მონატრებულ კედლებში განახლდა სასწავლო პროცესი.  

პირველად შემოაბიჯეს პირველკლასელებმა. აციმციმებული თვალები ინტერესით აღსავსე იყო. დაწყებითების კათედრა დაულოცავს მათ პირველ ნაბიიჯებს სკოლაში.

პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი და დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს. 

კათედრა წარმატებულ და მშვიდობიან 2021-22 სასწავლო წელს უსურვებს ყველა პედაგოგს და ყველა მოსწავლეს.













среда, 15 сентября 2021 г.

2021-2022 სასწავლო წელი


 უკვე მეორე წელია გრძელდება უჩვეულო სასწავლო წელი

 და შეხვედრა მოსწავლეებთან ვირტუალურ გარემოში.                                ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ღირსეულად პასუხობს ამ გამოწვევას.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ 

დისტანციურად მოაწყო ახალი სასწავლო წლის საზეიმო გახსნა მთელი სკოლის ჩართულობით.

დაწყებითი საფეხურის კათედრა ულოცავს ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს და ყველა  მოსწავლეს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!

ყველა კლასში ჩატარდა საინტერესო და ემოციებით დატვირთული გაკვეთილები.














среда, 8 сентября 2021 г.

USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ვებინარი

 USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი, რომელსაც უძღვებოდა ქალბატონი მაია ახვლედიანი. ვებინარის თემატიკა იყო "მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში". გამოცდილების გაზიარება მოხდა სსიპ ქალაქ ქუთაისის  N33 საჯარო სკოლაში განხორციელებული კვლევის მიხედვით. საინტერესო იყო N33 საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი მარინა ისკაკოვას და კვლევაში ჩართული კლასის პედაგოგის ქრისტინე მაჭარაძის მიერ თავიანთი გამოცდილების გაზიარება.

 ვებინარს ესწრებოდნენ N33 საჯარო სკოლის ხუთი ლიდერ მასწავლებელი და პროექტში ჩართული სხვა სკოლის ლიდერ მასწავლებლები.