пятница, 9 апреля 2021 г.

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა N4

 სსიპ ქ.ქუთაისის N 33 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა N4.  შეხვედრაზე განხილულ იქნა :

შეხვედრის მიზანი და განსახილველი საკითხები:






შეხვედრა შედგა Teams-ის პროგრამის გამოყენებით, ორგანიზატორი იყო USAID  საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართული  ლიდერი პედაგოგები: ბაია მაჩიტიძე, რუსუდან ბახტიძე, ინგა სოხაძე, ანჟელა კვინიკაძე, თამარ გეწაძე;

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, დაწყებითი 1-4 და  1-6 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის პედაგოგები, 





воскресенье, 28 февраля 2021 г.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური დავალებები

 USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის მესამე (ა,ბ,გ) კლასში განხორციელდა             (პედაგოგები: ანიკო ხურციძე, სოფიო ბახსოლიანი, ბაია მაჩიტიძე)  თემატური ერთეული ,,მიკრობები" 

წარმოგიდგენთ  განხორციელებული კომპლექსური დავალებისას შესრულებული  ნაშრომები:

კომპლექსური დავალება N1 

ციფრული რესურსის  „ვსწავლობთ  თამაშით“ გამოყენებით ,ან თაბახის ფურცელზე,  შექმენი  კომიქსი - „ორი მიკრობის  თავგადასავალი“,  რომელშიც  ასახავ    მიკრობთა  დადებით  და უარყოფით  ზეგავლენას   ადამიანის ცხოვრებაზე.

კომიქსის  შესაქმნელად გამოიყენე შესწავლილი  ტექსტი და    მითითებული  ელექტრორესურსი მიკრობის თვისებათა  შესახებ.

















კომპლექსური დავალების პირობა N 2

წარმოიდგინე, რომ მართავ პრეს-კონფერენციას შენი თანატოლებისთვის, თემაზე „ვირუსები“. მოამზადე მიმართვა, რომელშიც თანატოლებს დაანახებ, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ვირუსებს და მათ გამომწვევ მიკრობებს, როგორ უნდა მოვიქცეთ პანდემიისას, რომ თავი დავიცვათ მათი მავნებლობისაგან.













კომპლექსური დავალება N3 : მოთხრობის  დაწერა

წარმოიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს  დაპატარავდი, უხილავი გახდი, როგორც მიკრობი და  გესმის  მიკრობთა ენა. დაწერე ზღაპარი  შენს  მოგზაურობაზე მიკრობეთში -მოგზაურობა მიკრობების  ქვეყანაში.








понедельник, 4 января 2021 г.

საახალწლო ღონისძიებები

შევძელით ახალი წლის გაფერადება; ფეხბედნიერი იყოს დამდეგი ახალი წელი! ბავშვების თვალით დანახული სამყარო ფერადი იმედებით არის სავსე, არ მოუშალოს ღმერთმა ქართველ ერს სიცოცხლით სავსე მომავალი თაობა, თქვენით ფერადდება სამყარო!








вторник, 8 декабря 2020 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

2020 წლის 8 დეკემბერს N33 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრაზე პედაგოგმა, თამარ გეწაძემ მოახდინა თავისი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის გაზიარება.

საკვლევი თემა: "მოტივაციის ამაღლება მეორე კლასში" - კვლევის ანგარიში და რეფლექსია.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა დაწყებითი (I-IV) საფეხურის კათედრის ყველა წევრი.

воскресенье, 6 декабря 2020 г.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program

 USAID საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მას ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ადგილობრივ ორგანიზაციებთან - რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია სსიპ ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლა

სკოლის დაწყებითი საფეხურის 5 ლიდერი (ინგა სოხაძე,რუსუდან ბახტიძე, ანჟელა კვინიკაძე, თამარ გეწაძე, ბაია მაჩიტიძე) მასწავლებელი ესწრება ტრენინგს , რომელიც ტარდება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის (მაია ახვლედიანი) მიერ.










პროექტის ფარგლებში ჩატარდა  2 სამუშაო შეხვედრა .



суббота, 5 декабря 2020 г.

მკითხველთა კლუბ ,,შე/მოქმედების" სტუმარია გიორგი ნაკაშიძე

(ჩანაწერი გაკეთებულია დამსწრე პირთა თანხმიბით.)

მკითხველთა კლუბის მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, ლექტორი,  ბატონი გიორგი ნაკაშიძე
შეხვედრის მიზანი:
მოსწავლეებს გაუჩნდეთ მეტი დაინტერესება წიგნიერებისა და სწავლისადმი;
დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა, განიმტკიცონ მოსმენის და  შეფასების უნარები;
სასაუბრო თემა: ,,რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო კითხვები, ხოლო ძალიან საინტერესო პასუხები და რჩევები მიიღეს სტუმრისგან; შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ , პოზიტიურად და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე პედაგოგებისთვისაც. შეხვედრის შეჯამებამ პედაგოგებისგან დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება.